ორთოდონტია

ორთოდონტიული მკურნალობა და მონიტორინგი ადრეულ ასაკში იწყება.
სასურველია, ბავშვმა დროულად გაიაროს ორთოდონტის კონსულტაცია, რადგან პათოლოგიური თანკბილვის ფორმირება ადრეულ ასაკში იწყება და ხშირ შემთხვევაში ეს მშობლისათვის შეუმჩნეველი რჩება.

ამ დარღვევების მიზეზებია: მავნე ჩვევები, არასწორი სუნთქვა და ყლაპვა, გენეტიკა და სხვა ფაქტორები. ზრდის პროცესთან ერთად თანკბილვის პათოლოგია უფრო მძიმდება და შესაბამისად საჭიროებს უფრო ხანგრძლივ მკურნალობას.

თუ თქვენი შვილი 3 წლამდე არ გადაეჩვია ისეთ მავნე ჩვევებს როგორიცაა: თითის ან მატყუარას წოვა, ტუჩის კვნეტა, ენის კბილებს შორის მოთავსება, პირით სუნთქვა, არასწორი ყლაპვა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ორთოდონტს. ის თქვენს პატარას მოარგებს სპეციალურ აპარატს, რომლის საშუალებითაც ბავშვი გადაეჩვევა მავნე ჩვევებს და მის ყბებსა და რბილ ქსოვილებს სწორი განვითარების საშუალება მიეცემა.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2322227