ბავშვთა ქირურგია
სარძევე კბილის ექსტრაქცია (ამოღება) – ყოველთვის საკმაოდ მღელვარე მომენტია, როგორც ბავშვების, ასევე მათი მშობლებისათვის.
ბავშვთა სტომატოლოგიაში ქირურგი უნდა ფლობდეს განსაკუთრებულ ცოდნას და ქონდეს პაციენტებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი. ქირურგიული მკურნალობა ბავშვებში რიგ სპეციფიურ მანიპულაციებთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცედურა არის პატარების კბილის გაუტკივარება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ოსტატურად. კატეგორიულად მიუღებელია ქირურგიული ჩარევის დროს ბავშვისთვის ძალდატანება, რადგან ეს ისეთ მძაფრ ნეგატიურ ემოციებს იწვევს, რომელიც შეიძლება ბავშვს მთელი ცხოვრება გაჰყვეს. სწორედ ამიტომ, ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიურ ცენტრში ბავშვთა ქირურგები ფლობენ განსაკუთრებულ ტაქტიკას და ფსიქოლოგიური მიდგომის მეთოდებს, რათა პროცედურა იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და კომფორტული.
რა შემთხვევაში ინიშნება ქირურგიული მკურნალობა?
- სარძევე კბილი, გაწოვილი ფესვებით
- ძლიერ დაზიანებული სარძევე კბილები, რომელთა თერაპიული მკურნალობით აღდგენა შეუძლებელია
- ზეკომპლექსური (ზედმეტი) კბილები
- ორთოდონტიული ჩვენებით
- შეუქცევადი დაზიანების მქონე მუდმივი კბილები
ბევრ მშობელს უჭირს განსახვაოს მეექვსე (პირველი მუდმივი) კბილი სარძევე კბილისაგან და არ იჩენენ სათანადო ყურადღებას მათი ამოსვლის პერიოდში, რაც შემდგომ ხშირად ამ კბილის დაკარგვის მიზეზი.
ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი მუდმივად ზრუნავს თქვენი პატარების კბილების ჯანმრთელობაზე!
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2322227