ბავშვთა ორთოპედია
თუ პატარამ სარძევე კბილი ძირითადი კბილის ამოჭრამდე ერთი ან მეტი წლით ადრე მოიცვალა, ითვლება ნაადრევად. დარჩენილი კბილები იწყებენ მოძრაობას და გაჩენილი თავისუფალი სივრცის შევსებას. რაც არ ტოვებს ადგილს მუდმივი კბილის ჩანასახის ზრდისთვის. ამ შემთხვევაში ჩანასახი არასწორ ადგილას ამოვა და განვითარდება არასწორი თანკბილვა.
თუ სარძევე კბილი კარიესის ან ტრავმის შედეგად დაზიანებულია, ის იცვლის ფერს და პატარას პირის ღრუში შესაძლოა განვითარდეს ესთეტიური დეფექტი. ეს, შესაძლოა, მის ემოციურ მდგომარეობაზე ძალიან ნეგატიურად აისახოს.
თუ კბილის მინანქარს და ფესვს შორის არსებული რბილი ქსოვილი (პულპა) დაზიანებულია, აუცილებელია რესტავრაცია, რომელიც სარძევე კბილის სხვა მყარ ქსოვილებს დაიცავს კბილის მოცვლამდე და მუდმივი კბილის ამოსვლამდე. კვლევებმა აჩვენა რომ პატარებში ბჟენის გამძლეობა გაცილებით დაბალია და საჭიროა პერიოდული განახლება, რომ სარძევე კბილი შენარჩუნდეს ძირითადი კბილის ამოსვლამდე. ასეთ შემთხვევებში გაცილებით ეფექტურია კბილის დაფარვა ცირკონის ან მეტალის თხელი გვირგვინით.
როდესაც სარძევე კბილის მთლიანობა საგრძნობლად დარღვეულია, ან თუ კბილი დაშლილია და არა ერთხელ არის დაბჟენილი, ცირკონისა თუ მეტალის გვირგვინი დაიცავს მას ამოღებისგან.
სარძევე კბილის გვირგვინი ზუსტად ერგება პატარას კბილების ზომას, სრულიად უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობითვის და ძირითადი კბილის ამოსვლამდე არის მისი საუკეთესო დამცავი.
ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის ექიმები დაგეხმარებიან თავიდან აიცილოთ პატარას კბილის ამოღება და დაიცვათ მისი ჯანმრთელი ღიმილი ახლაც და მომავალშიც.
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: (032) 2322227