კლინიკა მხოლოდ ბავშვებისთვის


Dr Nino Beridze


ჩვენს გუნდს ბავშვებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, ნინო ბერიძის   ორთოდონტიულ ცენტრში, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სხვადასხვა ასაკისა და სირთულის პაციენტების მკურნალობას. თუმცა, მივხვდით, რომ აუცილებელი იყო კონკრეტულად ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცის შექმნა და შევკრიბეთ თანამოაზრე ექიმები, შევქმენით გუნდი, რომლითაც ვამაყობთ!


ჩვენ გთავაზობთ ახალი თაობის სტომატოლოგიურ ცენტრს, სადაც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ ბავშვის დენტალურ ჯანმრთელობაზე.

 ჩვენ ვმუშაობთ ყველა ასაკის ბავშვებთან ჩვილობის ასაკით დაწყებული, თინეიჯერებით დასრულებული. ჩვენი გუნდის მიზანია ბავშვთან დაამყაროს სახალისო და პოზიტიური ურთიერთობა და თითოეულ პატარასთან ინდივიდუალური მიდგომით ვაღწევთ საუკეთესო შედეგს.

პატარების სრული კომფორტისთვის ჩვენი კაბინეტები აღჭურვილია ეკრანებით. პაციენტებს ვმკურნალობთ უახლესი თაობის სტომატოლოგიური ტექნოლოგიებით. უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ ყველაზე დაბალი გამოსხივების ციფრულ რენტგენს.

მე, როგორც დედას კარგად მესმის, რომ თქვენი შვილი თქვენთვის #1 პრიორიტეტია, თქვენი შვილის ჯანმრთელი ღიმილი კი ჩვენი პრიორიტეტი! ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი კლინიკა მხოლოდ ბავშვებს ემსახურება და გარემო სრულიად ადაპტირებულია პატარებზე. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შევინარჩუნოთ კლინიკის ჰიგიენა, სიმშვიდე, უსაფრთხოება და კომფორტი. 

ჩვენს ცენტრში მკურნალობა ტარდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მშობლებს მშვიდად შეუძლიათ ანდონ თავიანთი შვილების ჯანმრთელობა პროფესიონალებს.


ნინო ბერიძე

დამფუძნებელი და ხელმძღვანელი

Edit row

Edit col

 

აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენი შვილების ვიზიტი სტომატოლოგთან იყოს უსაფრთხო და სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი

Edit col

Edit row
Edit col

რა არის ბავშვთა სტომატოლოგია?


ბავშვთა სტომატოლოგია

Edit col






ეს სტომატოლოგიის დამოუკიდებელი მიმართულებაა და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. 
ბავშვთა სტომატოლოგიაში სპეციფიკური მასალები და მეთოდები გამოიყენება, რომლებსაც ბავშვთა სტომატოლოგი ირჩევს მოზარდის ასაკის მიხედვით.

თანამედროვე  სტომატოლოგია საშუალებას იძლევა  თქვენს პატარას დროულად აღმოვუჩინოთ ნებისმიერი დახმარება, ყოველგვარი ფსიქო-ემოციური დაძაბულობის გარეშე.   

ბავშვთა სტომატოლოგია მოიცავს ყველა მიმართულებას, რაც გულისხმობს: ბავშვთა თერაპიულ,  ქირურგიულ და ორთოდონტიულ ჩარევას.

რას ფიქრობენ მშობლები:

გალერეა

 

ჩვენთან ყველაფერია იმისთვის, რომ თქვენმა პატარებმა თავი იგრძნონ კომფორტულად და ბედნიერად