პრევენცია თინეიჯერებისთვის
ჩვენ გირჩევთ, იმისათვის, რომ თინეიჯერობისას კარიესი შენთვის უცხო მოვლენა იყოს:
-წაახალისე საკუთარი თავი - კარგად მოუარე კბილებს. დღეში ორჯერ კბილების გახეხვა და ფლოსინგი უმნიშვნელოვანესია! პირის ღრუს არასწორმა ჰიგიენამ შეიძლება გამოიწვიოს ლაქები კბილებზე, ცუდი სუნი, კბილების დაკარგვა და სხვა პრობლემები, რაც შენს გარეგნობაზე, სახის მოყვანილობაზეც აისახება.
-ხელთ გქონდეს პირის ღრუს მოვლის სხვადასხვა საშუალება. შეინახე სააბაზანოში რბილი კბილის ჯაგრისები, ფერადი, არომატიზებული ძაფები და ხარისხიანი, კარგი გემოს მქონე კბილის პასტა.
-შეამცირე მავნე საკვების მოხმარება. ამის ნაცვლად, ხშირად გქონდეს ირგვლივ ხილი და ბოსტნეული, მარტივად საკვებად - სასუსნაოდ.
-მნიშვნელოვანია იცოდე, რომ თამბაქოს მოხმარება პირის ღრუს ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით მავნებელია, რადგან შეიცავს კარიესული ტიპის კიბოს გამომწვევ ტოქსინებს. მოწევისას ვითარდება ღრძილების დაავადება, არასასიამოვნო სუნი, იცვლება კბილების ფერი და ქვეითდება ყნოსვა.
-შესაძლოა, მოზარდობისას გარკვეული სტომატოლოგიური ჩარევა გახდეს საჭირო, მაგალითად, დაგჭირდეს ბრეკეტები ან სიბრძნის კბილის ამოღება. ამ პროცედურებიდან ბევრი ცხოვრების ნორმალური ნაწილია, ზოგი კი პროაქტიული ნაბიჯია, პირის ღრუს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
აქ კი, რამდენიმე ფაქტსაც მოგაწვდით:
- ბრეკეტები ლამაზ კბილებზე ბევრად მეტს გაძლევს. ეს, გარკვეულწილად, ცხოვრების ახალი და სასიხარულო ნაბიჯია. სწორი კბილების მოვლა ბევრად მარტივია, აძლევს სახეს დაბალანსებულ იერს და ხელს უწყობს ღრძილების სიჯანსაღეს.
- სიბრძნის კბილებს ამოსასვლელად ყოველთვის არ აქვთ საკმარისი ადგილი. არასწორად ამოსულმა სიბრძნის კბილებმა შეიძლება დააზიანოს ახლომდებარე კბილები ან გამოიწვიოს ინფექცია - საჭირო გახდეს მათი ამოღება, და ეს ნორმალურია.
- უსიამოვნო სუნი, როგორც წესი, წარმოიქმნება ბაქტერიებისგან, რომლებიც ცხოვრობენ ენაზე. ხშირ შემთხვევაში, პირის ღრუს ჰიგიენის ჩვევების უბრალო ცვლილებისას ეს პრობლემა სრულად ქრება, ამიტომ გაიხეხე ენა და მიმართე სტომატოლოგს რეგულარულად -პრევენციის მიზნით.
-კბილებისა და ღრძილების მოვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ბრეკეტების ტარებისას. მათზე ზრუნვა ნიშნავს კბილების რეგულარულად გახეხვას და ძაფების გამოყენებას. იქონიე კბილის ჯაგრისი რბილი ჯაგარით, ხოლო პასტა ფტორით, რათა კბილებს საკვენის ნარჩენები სრულად მოაცილო.
კითხვების შემთხვევაში ან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვირეკე: (032) 2322227.