სასარგებლო საკვები პატარას კბილებისთვის

ბავშვის პირის ღრუზე ზრუნვა ჯანსაღი საკვების შერჩევით იწყება. კბილებისთვის სასარგებლო პროდუქტების მიღებით უამრავი პრობლემის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

და მაინც, რა იგულისხმება ჯანსაღ საკვებში?

ხრაშუნა ხილი და ბოსტნეული:
ვაშლი, სტაფილო, ბროკოლი და სხვა ასეთი პროდუქტები პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფას უზრუნველყოფს. გამოყოფილი ნერწყვი დააბალანსებს მჟავიანობას, ეს კი კბილების სისუფთავეს შეუწყობს ხელს. 

კალციუმით გაჯერებული საჭმელი:
ნაკლებ ცხიმიანი რძე, ყველი და იოგურტი აძლიერებენ კბილის მინანქარს და იცავენ მას დაზიანებისგან.

მჭლე ცილები:
თევზი, ქათამი და კვერცხი ფოსფორის შემცველი პროდუქტებია. ფოსფორიც, კალციუმის მსგავსად, აძლიერებს კბილის მინანქარს.

და ბოლოს, ბავშვმა უნდა მიიღოს წყალი, სასურველია, ყოველი კვების შემდეგ, იმისთვის, რომ კბილებზე არსებული საკვების ნარჩენები ჩამოირეცხოს - ასე თავიდან აიცილებ არასაჭირო ნივთიერებების ზემოქმედებას კბილებზე.


და თუ კიდევ რაიმე კითხვა გექნება, ან ჩვენთან ვიზიტს მოისურვებ,
უბრალოდ დაგვირეკე: (032)2 322 227