სჭირდება თუ არა ბავშვს ბრეკეტები?
მშობლებს ხშირად აქვთ კითხვა, როგორ მივხვდეთ სჭირდება თუ არა ბავშვს ბრეკეტები?
ორთოდონტთან კონსულტაცია და ბრეკეტის გაკეთება რეკომენდებულია მაშინ, როცა შეიმჩნევა:
პირით სუნთქვა
ღეჭვითი პრობლემები
დარღვეულია თანკბილვა
კბილების ან ყბის ასიმეტრია, სახის ოვალთან მიმართებაში
მკურნალობისთვის იდეალურ ასაკად მიიჩნევა10-14 წელი, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად.
ბრეკეტებით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 1,5-2 წელია და დამოკიდებულია პათოლოგიის სირთულეზე.
დღეისათვის ბრეკეტების ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს:
მეტალის, ფაიფურის, ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.
დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2322227.
კატეგორია:
ორთოდონტია