ხშირად დასმული კითხვები


სარძევე კბილსაც აქვს ფესვი და ნერვი მუდმივი კბილის მსგავსად?
სარძევე კბილს, ისევე, როგორც მუდმივს, აქვს ფესვი და ნერვი.

თუ პატარას ჯერ არ ამოსვლია ყველა მუდმივი კბილი, მაინც საჭიროა ორთოდონტთან კონსულტაცია?
ორთოდონტთან კონსულტაციისთვის მუდმივი კბილის ამოჭრა საჭირო არ არის. მეტიც, რაც უფრო ადრეულ ასაკში ეწვევით ექიმს, უფრო მაღალია შანსი, რომ პატარამ მარტივად მოიცვალოს სარძევე კბილები და თავიდან ავირიდოთ თანკბილვის განვითარება.

რა დავალევინოთ ბავშვს, რომ შევუმციროთ კარიესის რაოდენობა?
კარიესის რაოდენობის შესამცირებლად ჩვენ რეკომენდაციას მედიკამენტებსა და მსგავს პროდუქტებს არ ვუწევთ. გირჩევთ, შეარჩიოთ ბავშვის ასაკისთვის შესაბამისი კბილის პასტა, მიჰყვეთ რეგულარული ჰიგიენის ნორმებს, აკონტროლოთ ტკბილეულის დოზა და მიმართოთ სტომატოლოგს დაზიანებული კბილების სამკურნალოდ.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227 ა